“EXOTICS“-მა ფინალური 3 თამაშის ჯამში 2:1 მოუგო თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მენიერებათა ფაკულტეტის გუნდს „ჩერნობილს“.
LIGA TSU-ს საფეხბურთო სტუდენტურ ჩემპიონატში შვიდივე ფაკულტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. პირველ ეტაპზე გაიმართა შიდა საფაკულტეტო ჩემპიონატი. ფაკულტეტებზე გამარჯვებულები მეორე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს.
“EXOTICS“-ის ფეხბურთელებმა გამარჯვება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან მერაბ ხოხობაიასთან ერთად აღნიშნეს!